ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


12 July 2022
საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ჯანო დევაძის წიგნი „ასე ჩანდა“

სიახლე საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობისგან - წარმოგიდგენთ ჯანო დევაძის ახალ წიგნს „ასე ჩანდა“

 

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ჯანო დევაძის წიგნი „ასე ჩანდა“.

წიგნს გამოარჩევს, ყველაზე ადამიანური გრძნობების - ნდობისა და მადლიერების ღირებულების განსაზღვრა ადამიანის ცხოვრებაში, ასევე, ისიც რომ წიგნის ავტორი არის საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რაც ორმაგად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა.

ავტორის შეფასებით, ნდობა და მადლიერება ყველაზე ადამიანური გრძნობაა, თუმცა უმეტესად სწორედ ნდობისა და მადლიერების ობიექტთა არჩევისას ვცდებით. ასე დაემართა ამ წიგნის გმირს, რომელიც, თუმცა საკუთარი პრინციპებით ცხოვრობს, მაინც გავლენების „მსხვერპლი“ ხდება. იმავდროულად თავადაც დაეძებს ამ „მსხვერპლს“ − როგორც თავშესაფარსა და ცხოვრების გამარტივების საშუალებას.

როგორია თანამედროვე ახალგაზრდათა ფასეულობები, მიზნები და ამბიციები? სად გადის ზღვარი არჩევანსა და მოვალეობას შორის? როდის და როგორ ვსწავლობთ სიკეთისა და უკეთურების ერთმანეთისგან გარჩევას, რა არის ღირსება და როდის გვაფიქრებს ცხოვრება მის მნიშვნელობაზე და მთავარი: ამ დაპირისპირებების ფონზე, როგორად ჩანს სინამდვილე...

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტში 2022 წლის სექტემბერში.

წიგნი ხელმისაწვდომია ბიბლუსის წიგნების მაღაზიათა ქსელში 11 ივლისიდან.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი