სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი Hydra საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის საუნივერსიტეტო კონკურსის - UNI4VERSE-ის გამარჯვებული გახდა და ჯილდოდ GITA-ს 15 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა. გრანტი გუნდის მიერ კონკურსზე წარდგენილი ინოვაციური პროექტის განვითარებას მოხმარდება, რომელიც წყალბადის გენერატორის საშუალებით დრონის ფრენის დროის გაზრდას ითვალისწინებს.
Hydra-ს წევრები საქართველოს უნივერსიტეტის ელექტრონული და საკომუნიკაციო ინჟინერიისა და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამების სტუდენტები არიან: თათია სახვაძე, გიგა გიგაური, ლუკა გაფრინდაშვილი და ნინო მაჭარაშვილი, მათ მენტორობას UG-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ელექტრონიკის ლაბორატორია "იდეალაბის" ხელმძღვანელი - ნუგზარ მოსულიშვილი უწევდა.