ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


9 August 2024
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრმა აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების ციკლი ჩაატარა
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრმა ივნისსა და ივლისის თვეში აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების ციკლს უმასპინძლა.

ტრენინგების მიზანი იყო ადამიანის უფლებათა სამართალში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ტენდენციების შესახებ გამოცდილებების გაზიარება. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებსა და მოწვეულ ლექტორებს.

ტრენინგები ჩატარდა შემდეგ თემებზე:  გაერთიანების თავისუფლება; პერსონალური მონაცემების დაცვა; გენდერის ძირითადი საკითხები და თანასწორობის უფლება;  გამოხატვის თავისუფლება. შეხვედრებს უძღვებოდნენ დარგის სპეციალისტები და ცნობილი უფლებადამცველები: გიორგი ბურჯანაძე,  ლონდა თოლორაია, ეკა სხილაძე, სოფო ბენაშვილი.

„საინტერესო, პრაქტიკული და აქტუალური ტრენინგი, თემატიკიდან გამომდინარე ვორქშოპზე განხილული გენდერის საკითხების გადატანა შესაძლებელია ყოველდღიურ საქმიანობაში.“- აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ტრენინგები პროექტის "ადამიანის უფლებების სწავლების გაუმჯობესება საქართველოს უნივერსიტეტში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრი ახორციელებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი