სიახლეები
არჩილს მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი საქართველოს უნივერსიტეტში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართულებით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიაში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2013 წლიდან ის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში უძღვება საავტორო ლექციების კურსს „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“ და არის ამავე სალექციო კურსის სახელმძღვანელოს ავტორი.
2020 წლიდან ის ხელმძღვანელობს საქართველოს უნივერსიტეტის რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტს, ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არჩილს გამოქვეყნებული აქვს სტატიები რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ.