სიახლეები
ალბათ, გახსოვთ ELSA თბილისისა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GSCC-ის ერთობლივი პროექტი - "ადვოკატის უნარ-ჩვევები და საქმიანობის სპეციფიკა", რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში, რეგულაციების დაცვით 1 კვირის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა.
გამოვლინდა სამი საუკეთესო მონაწილე - ლენა გოჯაევა, ნიკა ნაყოფია და ნანა ოჩხიკიძე, რომელთაც კომპანია GSCC-ისგან მიიღეს იურიდიული წიგნების მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერები.
ამასთან, დაგეგმილია გასაუბრება, რომლის საფუძველზეც აირჩევა მონაწილე, რომელიც კომპანია GSCC-ში გაივლის სამთვიან სტაჟირებას.
გილოცავთ და თითოეულ მონაწილეს გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას!
რაც შეეხება "ელსა მეგობრებს"
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GSCC
საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
იმედი გვაქვს, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით და ერთობლივი ძალებით შევძლებთ, სტუდენტების წარმატებულ კარიერაში წვლილის შეტანას!
ახლა კი შემოგთავაზებთ დაჯილდოების სურათებს, რომელიც სიმბოლურად, 8 ნოემბერს, ადვოკატის დღეს გაიმართა.