სიახლეები
24 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინნიკოვს უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, განხილულ იქნა ინფორმაცია ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ, მათ შორის მათი მუდმივი თანამშრომლობა შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე გაღრმავებული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
ლექციას მოჰყვა აქტიური დისკუსია, რომელიც შეეხო სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ნატოს ღია კარის პოლიტიკას, რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, დეზინფორმაციას და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებს. დისკუსიამ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალება მისცა უშუალოდ ბატონი ვინნიკოვისგან გაეგოთ საქართველოს წინაშე მდგარი საკითხები და მისი ურთიერთობა ნატოსთან.
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდერ ვინნიკოვს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა უნივერსიტეტი. გარდა ამისა, ის შეხვდა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, კონსტანტინე თოფურიას და განიხილა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და შესაძლებლობები.