სიახლეები
7 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტში, ორგანიზაცია "სასკოლო კლუბების ასოციაციამ" წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, პარტნიორი ორგანიზაციების - საქართველოს უნივერსიტეტის, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო, არაფორმალური განათლების ინსტიტუტის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის.
ორგანიზაცია "სასკოლო კლუბების ასოციაციამ" დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა და შეაჯამა წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათთვის მნიშვნელოვან სემინარებზე, კერძოდ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
ასევე გაიმართა პროექტ "თებერვლის გაკვეთილებში" გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება, რომლის გაციფრულებული პოსტერები საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ წარმოადგინა.