სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში, Tbilisi Vis Pre-Moot მეცამეტე სეზონის ტრენინგ სერიები და კონფერენცია ჩატარდა.
თბილისის საერთაშორისო Pre -Moot, ვილემ ს. ვისის სახელობის კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის პრესტიჟული შეჯიბრის ნაწილია. აღნიშნული კონფერენციის მიზანი იყო, რომ სტუდენტებისთვის, როგორც სწავლების, აგრეთვე პრაქტიკის გაძლიერება საერთაშორისო კომერციული ვაჭრობის სამართალსა და არბიტრაჟში.
ღონისძიების მასპინძლობა, საქართველოს უნივერსიტეტისთვის იურიდიული განათლების მაღალი ხარისხის მხარდაჭერას ემსახურება.
საქართველოს უნივერსიტეტი მადლობას უხდის Arbitration Initiative Georgia-ს, და U.S.Departments of Commerce Commercial Law Development Program (CLDP)-ს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.