სიახლეები
დღეს გვქონდა პატივი, საქართველოში პოლონეთის ელჩის, ბატონი მარიუშ მაშკიევიჩის საჯარო ლექციისთვის გვემასპინძლა. ბატონმა ელჩმა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორებიცაა რუსული დეზინფორმაციის მავნე ზეგავლენა, საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების ისტორიასა და დესტალინიზაციის პროცესის მნიშვნელობა.
ლექციის შემდეგ, შეხვედრა სტუდენტებთან დისკუსიით გაგრძელდა. მათ უშუალოდ ელჩისგან მიიღეს იმ კითხვებზე პასუხები, რომლებიც მათთვის ყველაზე საინტერესო იყო. გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბატონმა ელჩმა სტუდენტებს საჩუქრად საკუთარი წიგნი "პოლონელი ქუთაისიდან", ავტოგრაფით გადასცა.