სიახლეები
2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის, ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის პროფესორი, მათემატიკოსი, ბ-ნ გიორგი ტეფნაძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაჯილდოვდა 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის პრიზით.
ბ-ნ გიორგის გამოქვეყნებული აქვს 35 იმპაქტ ფაქტორიანი პუბლიკაცია. გარდა ამისა, მას აქვს მიღებული მრავალი გრანტი და სტიპენდია.
გიორგის კვლევის თემატიკის ჩამონათვალი:
ფურიეს მწკრივთა თეორია:
✓ჰარდის მარტინგალური სივრცეები
✓ორობითი ანალიზი ლოკალურად კომპაქტურ აბელის ჯგუფებზე
კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები:
✓ ჰომოგენიზაციის თეორია, Γ-კრებადობა
✓ სასაზღვრო ამოცანები ელიფსური განტოლებებისათვის
საქართველოს უნივერსიტეტი ულოცავს ბ-ნ გიორგის ამ დიდ წარმატებას!