ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


29 March 2017
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის გუნდის საერთაშორისო დონის წარმატება

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ELSA-ს (ევროპის იურისტ-სტუდენტთა ასოციაციის) მიერ ორგანიზებულ "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართლის იმიტირებული პროცესის შეჯიბრში (EMC2)".

სამართლის სკოლის გუნდმა მარია შირინიანის, თამარ სიმონიშვილის, თამარ ჭოტაშვილისა და ანა ჭოტაშვილის შემადგენლობით, წარმატებით წარადგინა საქართველოს უნივერსიტეტი. მათ ითამაშეს ედინბურგის უნივერსიტეტის, ბარსელონას უნივერსიტეტისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების გადაწყვეტის სისტემის სახელგანთქმული ექსპერტების წინაშე.

კიევში გუნდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ წარმოედგინათ როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის სიტყვა პანელის წინაშე. პანელი შედგებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროფესიონალებისა და სავაჭრო სამართლის ექსპერტებისგან.

"მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართლის იმიტირებული პროცესის შეჯიბრი (EMC2)"

კონცენტრირებულია სამართლის სპეციფიკურ დარგზე. ამ სფეროს მრავალი დამსაქმებელი მონაწილეობას იღებს კონკურში და ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ მათ კომპანიებში. ეს იყო ძალიან სასარგებლო გამოცდილება საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ჩვენი გუნდის წევრებმა ღრმად შეისწავლეს სავაჭრო სამართლის საკითხები და გაიუმჯობესეს ზეპირი ადვოკატირების უნარი.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი