სიახლეები
21 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი - ირმა გელაშვილი 100 ხმით აირჩია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მოვალეობაში შედის მოსამართლეთა საკვალიფიციო გამოცდების ორგანიზება, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნა, სასამართლოების შექმნა, ან გაუქმება, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმის წა რმოების წამოწყება და ა.შ.
საქართველოს უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ქალბატონ ირმას!