სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ კომერციული მედიაციის მე - 11 საერთაშორისო კონკურსში.
კონკურსის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა სხვადასხვა უნივერსიტეტის გუნდს მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსის შედეგების თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა 4 თამაშიდან უპირატესობა მოიპოვა და გაიმარჯვა 3 თამაშში შემდეგ უნივერსიტეტებთან: George Washington University College of Law, Sofia University `St. Kliment Ohridski და Wuhan University.
აღსანიშნავია, რომ მედიაციის კვირეული ყოველწლიურად ტარდება პარიზში, რომელშიც მონაწილეობას იღებს 500-მდე წარმომადგენელი 40 ქვეყნიდან, მათ შორის მედიატორები, პროფესორები და სტუდენტები მთელი მსოფლიოდან.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაიზიარონ მსოფლიოში აღიარებული მედიატორების გამოცდილება, გაეცნონ კომერციული მედიაციის პროცესში დანერგილ სიახლეებსდა მიიღონ შეფასებები აღიარებული მედიატორებისგან.