სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრანტები, მარიამ ლობჯანიძე, ნინო ლაშაბერიძე, თამარ მიქიაშვილი, ნატრული ქურთაული და თეონა გოდერძიშვილი ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკის, ტრომსოს უნივერსიტეტში გადიან გლობალური ჯანდაცვის ერთობლივ კურსს, რომელიც ტარდება საერთაშორისო პროექტის, „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში“ ფარგლებში.
გაზაფხულის სემესტრში საქართველოს უნივერსიტეტის 6 მაგისტრანტი ერთი სრული სემესტრით გაემგზავრება ტრომსოში ეპიდმიოლოგიისა და კვლევების სასწავლო კურსებზე. ასევე მაგისტრანტები შეასრულებენ სამაგისტრო ნაშრომებს.