სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლასა და ბელგრადის College of Fine and Applied Arts შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობები უჩნდებათ: ურთიერთანამშრომლობა მიზნად ისახავს სწავლების პროცესის გაუმჯობესებას, სწავლების ახალი ინტერაქციული მეთოდების დანერგვას, სტუდენტების მობილობას, ერთობლივ კვლევით პროექტებზე მუშაობას და ახალი პროგრამების შემუშავებას.