სიახლეები
23 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტმა გორის რეგიონულ ოფისში აბიტურიენტებისთვისა და მე-11 კლასელებისთვის არგუმენტირებული ესეს წერის მეთოდების შესახებ ტრენინგი გამართა.
შეხვედრა არგუმენტირებული ესეს სტრუქტურისა და სისტემური გამოყენების შესწავლას დაეთმო, რაც მონაწილეებს კრიტიკული აზროვნებისა და ეფექტური წერის უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
ღონისძიებას საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქ-ნ ნანა შავთვალაძე გაუძღვა.