სიახლეები
28 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა არექოლოგთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ძეგლებზე გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალები, მათი ტრასალოგიური, ფუნქციონალური და თეორიული სახის კვლევები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ „არქეოოლოგიის“ მეორე ნომრის პრეზენტაცია.