სიახლეები
12 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის რესურს-ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა.
რესურს-ცენტრის მიზანია, როგორც სტუდენტების, ასევე გამოცდილ მკვლევართა აკადემიური მხარდაჭერა და კვლევების წახალისება ეთნო-პოლიტიკის საკითხებისა მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში დაცული მასალა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო რესურსი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, უფლებადამცველებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
ბიბლიოთეკა განთავსებულია საქართველოს უნივერსიტეტში, მე-4 კორპუსი, ოთახი #707.