სიახლეები
23 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტმა წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გამართა მორიგი ლიტერატურული კონკურსი- „ფოლიო“.
კონკურსის მონაწილეებმა სურვილისამებრ ქართულ და ინგლისურ ენაზე დაწერეს ლექსი და პროზაული მინიატურა.
„ფოლი 2018“- ის გამარჯვებული ლილი ფურალიანი გახდა, რომელსაც პროზაული მინიატურისთვის- „ორი ორგული კოტე“ ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ და 500 ლარი გადაეცა.
საუკეთესო პროზაულ მინიატურად თეკლა ერემეიშვილის „ლურჯი ღამე“დასახელდა.
საუკეთესო პოეტურ ნაშრომად ივანე მათიაშვილის „მშვიდი და ბობოქარი გაზაფხული" დასახელდა.