სიახლეები
28 ნოემბერს, თურქეთში, ქოჩის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია საზღვაო არქეოლოგიის შესახებ.
აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა დავით ბერიკაშილმა წარადგინა მოხსენება თემაზე- „საზღვაო არქეოლოგია საქართველოში: ისტორია, პოტენციალი და გამოწვევები“.
კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო საზღვაო აღმოჩენებს და გამოწვევებს. მკვლევარები თურქეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, ირანიდან, ტუნისიდან მაროკოდან, კენიიდან და საქართველოდან.