სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის იწყებს მასშტაბურ კამპანიას- ყველაფერი, რაც გამოგადგება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
კამპანია რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
საქართველოს უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორ-ლექტორები აბიტურიენტებს ონლაინ გაკვეთილებს მცირე ჯგუფებში, სრულიად უფასოდ ჩაუტარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდის სპეციფიკის გასაცნობად, საქართველოს უნივერსიტეტი სხვადასხვა საგანში ონლაინ იმიტირებულ გამოცდებს გამართავს.
საქართველოს უნივერსიტეტის კომპეტენტური ლექტორები გაანალიზებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს და მათ აბიტურიენტებს გააცნობენ.
უპრეცენდენტო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სხვადასხვა სიახლეს და აქტივობას შესთავაზებს.
არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა, მოემზადოთ ხარისხიანად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.