სიახლეები
კომერციული მედიაციის კონკურსი სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ყველაზე დიდი საგანმანათლებლო პროექტია, ის მოიცავს ტრენინგს ყველა მონაწილისათვის და სხვადასხვა ღონისძიებას.
კონკურსის პირველ დღეს მონაწილე გუნდები, მწვრთნელები და პროფესიონალები იკრიბებიან სავაჭრო პალატის სათაო ოფისში, იმიტირებული პროცესის მოსამზადებელ ტრენინგს ესწრებიან. ღონისძიება მთავრდება მისასალმებელი საღამოთი.
პირველი საკონკურსო დღე დაძაბული იყო საქართველოს უნივერსიტეტის გუნდისთვის, რადგან 2 იმიტირებული პროცესი იყო ჩანიშნული, პირველი - სან პაულოს უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის, ხოლო მეორე ნიუ საუს უელსის უნივერსიტესა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის. საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, ორივე მოწინააღმდეგე გუნდი გამოცდილი იყო, მეტიც, ნიუ საუს უელსის უნივერსიტეტი -შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული. თუმცა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა არათუ გადალახა ეს გამოწვევა, არამედ მსაჯების შეფასების მიხედვით, საკუთარი ბიზნეს ინტერესების დაცვაში აჯობა კიდეც მოწინააღმდეგე გუნდებს.
მე-3 თამაში ფლორენციის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაიმართა.
მე-4 ოკლენდის უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტს შორის, ბოლო იმიტირებული პროცესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ოკლანდის უნივერსიტეტი უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა აქაც შეძლო ღირსეულად გამოსვლა და მსაჯებისგან დაიმსახურა შეფასება, რომ ეს უმაღლესი დონის იმიტირებული პროცესი იყო, მედიატორის შეფასებით ეს საუკეთესო პროცესი იყო.
მე-4 საკონკურსო დღე დასრულდა კოქტეილით, სადაც მონაწილეები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა 4 იმიტირებული მედიაციის პროცესის შედეგად გამოიმუშავა მედიატორის ეფექტური გამოყენების უნარები, მეორე მხარესთან მუშაობით და ერთობლივი ძალისხმევით პრობლემის გადაჭრის და ამავე დროს საკუთარი ინტერესების დაცვის უნარები.