სიახლეები
2015 წლის 30 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლამ ჩაატარა VII ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებეში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 62 მომხსენებელმა. მუშაობდა ენებისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის, ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნების სექციები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა საინტერესო მოხსენებები, გაიმართა დისკუსია და მსჯელობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს თანამედროვე პრობლემებზე. დარიგდა 2014 წლის სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული. კონფერენციის მონაწილეთა შორის საქართველოს უნივერსიტეტის გარდა წარმოდგენილი იყო ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, გოეთეს ინსტიტუტი, ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და სხვა.