სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტმა მოიგო ვიშეგრადის საუნივერსიტეტო სწავლებების გრანტი (ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი) პროექტისათვის: „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში“.
პროექტის ფარგლებში ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის დაგეგმილია: ახალი სასწავლო კურსის - „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში“ - წარმოდგენა პროგრამის კურიკულუმში; უცხოელი პროფესორების ვიზიტი საქართველოს უნივერსიტეტში და, ასევე, ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების სასწავლო ტურის ორგანიზება პოლონეთის ქალაქებში - ვარშავასა და კრაკოვში.