სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, დავით ბერიკაშვილი და სერგო ცირამუა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით სამუშაო ვიზიტით თიანეთის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მათ დაათვალიერეს თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბრინჯაოს ხანის ექსპონატები, მუზეუმის სპეციალისტ მიხეილ მგელიაშვილთან ერთად მოინახულეს სოფელ კვერნაულასთან მდებარე მოლამურის კომპლექსი და სოფელ დულუზაურებთან მდებარე არხალის ციხე-ქალაქი.
აგრეთვე, ვიზიტი მოიცავდა საქართველოს ინსტორიისთვის ორივე ძეგლის მნიშვნელობის წარმოჩენას და შემდგომი კვლევის, არქეოლოგიური შესწავლისა და ძეგლების კონსერვაციის აუცილებლობაზე მსჯელობას.