ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


22 May 2019
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მონაწილეობდა "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიშის მომზადებაში

კვლევა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის სამართლის პროგრამა-ის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში საქართველოს უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და GIZ-ის ექპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს უნივერსიტეტიდან კვლევაში ჩართულები იყვნენ პროფესორები - ნატა სტურუა, გია ჯაფარიძე და სამართლის სკოლის დირექტორი - ანა ხურციძე.

რეგულირების ზეგავლენის შეფასების საბოლოო შედეგმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და ამის შედეგად, 2019 წლის 22-25 მაისს, კვლევაში ჩართული ექსპერტები, ევროპის ინსტიტუტის მიერ მომხსენებლებად მიიწვიეს იტალიაში, ქ. ფლორენციაში.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობა საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან მიმდინარეობს და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებს ითვალისწინებს.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი