სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მონაწილეობდა "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ვორკშოპში, რომელიც ევროპის ინსტიტუტის უნივერსიტეტის მიწვევით, იტალიაში, ქ. ფლორენციაში ჩატარდა 2019 წლის 22-25 მაისს.
ვიზიტი სრულად მხარდაჭერილი იყო GIZ-ის სამართლის პროგრამა-ის მიერ.
კვლევა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის სამართლის პროგრამა-ის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში საქართველოს უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და GIZ-ის ექპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს უნივერსიტეტიდან კვლევაში ჩართულები იყვნენ პროფესორები - ნატა სტურუა, გია ჯაფარიძე და სამართლის სკოლის დირექტორი - ანა ხურციძე.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობა საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან მიმდინარეობს და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებს ითვალისწინებს.