სიახლეები
13 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლას ეწვია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საუბარი იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიებსა და პროგრამებზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიების მეშვეობით ყოველწლიურად სტუდენტები და მკვლევარები იღებს შესაძლებლობას ისწავლოს გერმანიაში და გაიღრმავონ ცოდნა.