8 December 2016
საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექპედიციის 2016 წლის სამეცნიერო ანგარიში.
ხუთშაბათს, 8 დეკემბერს 17:00-ზე საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში /519/ დაგეგმილია სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური კონფერენცია. წარმოდგენილი იქნება 2016 წელს სამშვილდეში შესრულებული სამეცნიერო კვლევის შედეგები.
(პროგრამა)
მისასალმებელი სიტყვა - საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, პროფესორი თინათინ ღუდუშაური
- სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია 2016 წელს. არქეოლოგიური გათხრები სამშვილდის ციტადელში და სიონის უბანზე - დავით ბერიკაშვილი / საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი/
- სამშვილდის პალინოლოგიური მასალის კვლევის შედეგები 2016 წ. ელისო ყვავაძე / სამშვილდის არქეოლოგიურ ექსპედიციის პალინოლოგიური კვლევების მიმართულება. საქართველოს ეროვნული მუზეუმი/.
- სამშვილდის ოსტეოლოგიური მასალის კვლევის შედეგები 2016 წ. მაია ბუხსიანიძე - /სამშვილდის არქეოლოგიურ ექსპედიციის ოსტეოლოგიური კვლევების მიმართულება. საქართველოს ეროვნული მუზეუმი/.
- სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის 2016 წლის გათხრების დროს მოპოვებული ლითონის ნივთების კონსერვაცია-რესტავრაცია. ნინო ქებულაძე /ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევისა და რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი/.
- სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2016 წელს მოპოვებული ანთროპოლოგიური ნაშთების კვლევის შედეგები. ლიანა ბითაძე - ანთროპოლოგი; შორენა ლალიაშვილი ანთროპოლოგი /ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ანთროპოლოგიური კვლევები/.
- სამშვილდის ნაქალაქარის განახლებული ელექტრონული გზამკვლევი - სერგო ცირამუა /საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის პროფესორი, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის IT მიმართულების ხელმძღვანელი/.