ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


1 December 2020
საქართველოს უნივერსიტეტმა, USAID-ის პროგრამის ფარგლებში, სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის ტრენინგების სერია დაიწყო

საქართველოს უნივერსიტეტმა, როგორც USAID საბაზისო განათლების პროგრამის მთავარმა პარტნიორმა, საქართველოს მასშტაბით 405 საჯარო სკოლის დირექტორებისა და ლიდერი მასწავლებლისთვის დაიწყო მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობის ტრენინგების გამართვა.

ამჟამად მიმდინარეობს საჯარო სკოლის დირექტორების და მასწავლებელების ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობს დაწყებითი განთლების 1208 მასწავლებელი. მასწავლებლები მიიღებენ კრედიტ საათებს და გადაეცემათ პრაქტიკული სამუშაოებისთვის შექმნილი რესურსები, რომლებიც მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სკოლებს სასწავლო ჯგუფების მუშაობაში და საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში.

აღნიშნულ პროგრამაში საქართველოს უნივერისტეტის გუნდი წარმოდგენილია 18 მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური სპეციალისტით, რომლებსაც საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი არაერთი სკოლის ადმინისტრაციული თუ პედაგოგიური რესურსების და მოსწავლეზე ორიენტირებული სასაწავლო გარემოს განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი, RTI-ის განათლების საერთაშორისო ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, შექმნის თანამედროვე სტანდარტებზე დაფუნებულ მასაწავლებლის მომზადების ახალ 300 ECTS პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე სასკოლო განათლების განვითარებასა და ხელმისაწვდომობას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი