ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


17 December 2024
სარეზიდენტო პროგრამა - ლაბორატორიული მედიცინა

 

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს რეზიდენტების მიღებას ახალ სარეზიდენტო პროგრამაზე - “ლაბორატორიული მედიცინა“. 

სარეზიდენტო პროგრამა „ლაბორატორიული მედიცინა“ აკრედიტებულია ეროვნული აკრედიტაციის კომისიის მიერ და ასევე, ადაპტირებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების (Yeditepe, Istinye, Medipol) რეზიდენტურის შესაბამის პროგრამებთან. 

სარეზიდენტო პროგრამის “ლაბორატორიული მედიცინა”-ს ზოგადი მიზნები: 

•პროფესიული განვითარება: რეზიდენტები ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან საჭირო ცოდნით, უნარებითა და კომპეტენციებით

•ინტენსიური სწავლება: უზრუნველყოფილი იყვნენ ( კლინიკის დილის კონფერენციებზე დასწრება, კონფერნეციებზე, ვორქშოფებზე აქტიური მონაწილეობა, კლინიკური ქეისების წარდგენა) გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები

 •უნარების გაღრმავება: რეზიდენტების კლინიკური, პრაქტიკული და სპეციფიკური კომპეტენციების განვითარება და დახვეწა ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით

•პროგრესული და სისტემატური განვითარება: მრავალფეროვანი, პროგრესული და სისტემატური სასწავლო-პრაქტიკული გარემოს შეთავაზება

 

საქართველოს უნივერსიტეტის  სარეზიდენტო დებულების მიხედვით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) აკრედიტირებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულ დიპლომირებულ მედიკოსს, რომელმაც დადგენილი წესის მიხედვით ჩააბარა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მიიღო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა; 

ბ) სერტიფიცირებულ ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც სურს მოიპოვოს ახალ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება; 

გ) პირს, რომელსაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ და მისი დიპლომი აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

 

რეზიდენტები, მოდულების მიხედვით სწავლებებს გაივლიან  ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებში: "დიაკორი," "სინევო საქართველო,"  "სამედიცინო ცენტრი ციტო" ,სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი." ონკოლოგიის სამედიცინო-კვლევითი ცენტრი," პერინატოლოგია".  

 

სარეზიდენტო პროგრამა ორწლიანია, წლიური საფასური: 5 500 ლარია 

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: ts.dadiani@ ug.edu.ge






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი