საშობაო მარკეტი 2023
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში წლის ყველაზე ჯადოსნური და სადღესასწაულო ღონისძიება — საშობაო მარკეტი 2023 გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, საახალწლო ნამუშევრები, ტკბილეული და სხვადასხვა თემატური პროდუქცია. საუნივერსიტეტო სივრცეში მთელი დღის განმავლობაში სუფევდა საზეიმო განწყობა, ჟღერდა საშობაო მუსიკა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, შეეძინათ ორიგინალური საჩუქრები და გაეტარებინათ შთამბეჭდავი დრო მეგობრებთან ერთად.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 27 დეკემბერი, 2023.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.