სიახლეები
7 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტმა სასკოლო სამეცნიერო ექსპო -Young Minds Science Expo 2025-ს უმასპინძლა.
პროექტის მიზანს, საქართველოს საშუალო სკოლებში STEM განათლების, კრეატიული და ინოვაციური აზროვნების სწავლების წახალისება; სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; ასევე სკოლებში უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე და ახალი ცოდნის შეტანა წარმოადგენდა. ექსპოში მონაწილეობა მიიღო თბილისის და რეგიონების ქართული და არაქართულენოვანი საჯარო და კერძო სკოლების 110 მოსწავლემ და 35 მასწავლებელმა, რომლებმაც წარმოადგინეს 52 სასკოლო სამეცნიერო პროექტი. ყველა მონაწილე მასწავლებელი და მოსწავლე, კონსტანტინე თოფურიამ, სერტიფიკატებით დააჯილდოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამეცნიერო ექსპოში მონაწილეობას იღებდნენ სკოლები, რომელთთანაც საქართველოს უნივერსიტეტი სხვადასხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს, აქტიურად.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" რომლის წარმომადგენლებმაც ექსპოს მონაწილე სკოლებს და სტუმრებს გადასცეს წიგნი, სახელწოდებით "მშობლების ჩართულობა სკოლაში".