ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


27 January 2017
SAT, GRE,GMAT. მათთვის, ვისაც სურს სწავლა ინგლისურენოვან უნივერსიტეტებში საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ!

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს მიღებას  SAT–ის, GRE-სადა GMAT-ის მოსამზადებელ კურსებზე. თითოეულ კურსს დაეთმობა კვირაში 6 საათი (4 საათი მათემატიკურ ნაწილს, 2 საათი - ვერბალურს). ხარგრძლივობა - 12 კვირა. ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა არ გადააჭარბებს 10-ს. მეცადინეობების დრო გადაწყდება ჯგუფთან შეთანხმებით. კურსზე მოსახვედრად აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა საშუალოზე მაღალ (upperintermediate)  დონეზე. ენის ცოდნის დონის დასადგენად მეცადინეობების დაწყებამდე ჩატარდება ტესტირება. მატემატიკაში დაკომპლექტდება სხვადასხვა დონის ჯგუფები წინასწარ გასაუბრებაზე გამოვლენილი ცოდნის საფუძველზე. კურსებს გაუძღვებიან პროფ. ლიანა ყარალაშვილი (მათემატიკური ნაწილი) და პროფ. შალვა დუნდუა (ვერბალური ნაწილი). კურსის ღირებულება - 650 ლარი ირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშის ნომერზე 22036069. ბაზის ბანკის კოდი: 220101956 (თანხის დანიშნულებაში გთხოვთ, მიუთითოთ SAT–ის, GRE-სადა GMAT-ის მოსამზადებელი კურსები). აპლიკაციები მიიღება ელექტრონული ფოსტით mtsereteli@ug.edu.ge ან მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, VI სართული, ოთახი №621.

რეგისტრაციისთვის იხ. აპლიკაციის ფორმა. განაცხადების მიღება გაგრძელდება 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 1 აპრილს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, VI სართული, ოთახი №621/623.

გაცნობებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ 30-მდე უნივერსიტეტთან. ეს კურსდამთავრებულებს აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, გააკეთონ მათთვის სასურველი არჩევანი და უნივერსიტეტის მხარდაჭერით (მაგ., Irazmus Mundus, ISET, სხვადასხვა გაცვლითი პროგრამადა ა.შ.) სწავლა გააგრძელონ უცხოეთში. გისურვებთ წარმატებას!


სარეგისტრაციო ფორმა 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი