სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ Educational Commission for Foreign Medical Graduates - ის სერტიფიცირება გაიარა. საქართველოს უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტები შეძლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და ავსტრალიაში პრაქტიკის გავლას.
ამერიკა, კანადა და ავსტრალია სწორედ ის ქვეყნებია, სადაც მედიცინა ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, ამიტომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები პრაქტიკის გავლის შემდეგ გახდებიან ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და წამყვანი კადრები მედიცინის სფროში.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს უნივერსიტეტის თითოეული სკოლა საერთაშორისო დონეზე ინტენსიურად ამყარებს ახალ კავშირებს.