სიახლეები
27-30 იანვარს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის „EuroSciCon”-ის მიერ ორგანიზებული 27-ე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონფერენცია -“Dentistry and Dental Practice” ესპანეთში, ქ. ბარსელონაში.
კონფერენციაზე საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლები გაეცნენ სტომატოლოგიის დეპარტამენტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის საწყის შედეგებს და აკადემიური მომზადების დონეს.
კონფერენციის თავმჯდომარე და თანათავჯდომარეები იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კურაციული სწავლების ხელმძღვანელი- ქ-ნ მაკა საბაშვილი, სტომატოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი, ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი- ქ-ნ ქეთევან ნანობაშვილი.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენციის მოდერატორი იყო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი- აჰმაად ფოაზ აჰმაად ალშბოური.