სიახლეები
7-10 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორმა ქ-ნ თამარ ლობჯანიძემ და სკოლის კონსულტანტმა ქ-ნ ნათია სხვიტირეძემ მონაწილეობა მიიღეს ჩიკაგოში (აშშ) გლობალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კონსორციუმის მე-10 კონფერენციაში- „Translation & Implementation for Impact in Global Health”.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლისა და ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის სამეცნიერო შედეგები საქართველოში, რეპორდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით.
მოხსენებამ დიდი ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ გლობალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კოსორციუმი ყოველწლიურია და განკუთვნილია გლობალური ჯანმრთელობის სწავლების გამოცდილების მქონე წამყვანი უნივერსიტეტებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.