Secret Santa — საახალწლო განწყობა საქართველოს უნივერსიტეტში!
ძვირფასო სტუდენტებო!
ახალი წელი უახლოვდება და სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს ყველაზე თბილ და ჯადოსნურ ტრადიციას — Secret Santa-ს!
ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გახდეთ ვიღაცის საიდუმლო სანტა, გაახაროთ თანაკურსელები, გაუზიაროთ საახალწლო განწყობა და მიიღოთ დაუვიწყარი საჩუქრები ერთმანეთისგან.
ჩაერთეთ პროექტში, შექმენით სადღესასწაულო განწყობა და გახადეთ ეს ახალი წელი კიდევ უფრო განსაკუთრებული!
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 6 დეკემბერი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.