სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტისა და ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკის/ტრომსოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი მობილობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამაზე (MPH) 2018-2019 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩევიან საქართველოს უნივესიტეტის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის" და "ჯანდაცვის ადმინისტრირების" მაგისტრანტები.
იმ სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებმაც დედლაინის შესაბამისად გამოაგზავნეს აპლიკაცია, გაცნობებთ, რომ გასაუბრება და დამოუკიდებელი წერა საზოგადოებრივი/გლობალური ჯანმრთელობის თემებზე ჩატარდება ა.წ. 2 აპრილს, 18:30 სთ-ზე, საქართველოს უნივერსიტეტის I კორპუსი, 302 აუდიტორია.