სიახლეები
25 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში "საქართველოს უნივერსიტეტი - სკოლას" პროექტის ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე: “სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები სკოლაში”. სემინარს ესწრებოდნენ თბილისის საშუალო სკოლის პედაგოგოები და მოწვეული სტუმრები.
სემინარის მიზანი იყო საშუალო სკოლის პედაგოგებს გაეცნოთ სწავლების თანამედროვე მეთოდები და უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობები.
სემინარი გახნსა საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა, ქ-ნ თინათნ ღუდუშაურმა, რომელმაც ისაუბრა სემინარის მიზანზე, უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის მჭიდრო თანმშრომლობის და გამოცდილების ურთიერთგაზიარების საკითხებზე.