სიახლეები
11 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულებს სპეციალურად მათთვის გამართულ ღონისძიებაზე უმასპინძლა. უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კურსდამთავრბეულებთან მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებას და გაღრმავებას, მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას და კარიერული წინსვლის ხელშეწყობას.
საღამო განსაკუთრებულად მხიარული და თბილი იყო, მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრით და შესანიშნავი გარემოთი. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარმა ბენდმა.
2015 წლის კურსდამთავრებულების ღონისძიებით საქართველოს უნივერსიტეტმა ჩაუყარა საფუძველი კურსდამთავრებულებთან შხვედრის ყოველწლიურ ტრადიციას.