სიახლეები
19 სექტემებერს გაიმართა სამართლის სკოლის დირექტორის - ანა ხურციძის შეხვედრა 2019 წელს ჩარიცხულ სტუდენტებთან.შეხვედრაზე დაჯილდოვდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები. ანასტასია რაზმაძეს საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი, პავლე ჩაჩანიძეს - მუსიკალური ხმის გამაძლიერებელი, დანარჩენ სტუდენტებს - პორტატული ენერგიის წყაროები (power bank).მოწვეული სტუმრის სტატუსით სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარა და იურისტის პროფესიის თავისებურებებზე ესაუბრა KPMG-ის იურიდიული სამსახურის უფროსმა, იურისტმა - ჯაბა გველებიანმა.