სიახლეები
2025 წლის გაზაფხულზე, მეორე სემესტრის დაწყებასთან ერთად, განახლდა საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტრაულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტური კლუბის - „კლიოს მომავალი ქურუმები“ -მუშაობა.
2025 წლის 5 მარტს საქართველოს უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა აბელ გიგიბერიამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: “მონღოლთა პირველი ლაშქრობები საქართველოში”.
2025 წლის 12 მარტს საქართველოს უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა და ამჟამად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ნელი არახამიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე: “საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს”. მოხსენებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ისტორიისა და ფსიქოლოგიის პროგრამების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები. მათ შორის იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ლია ახალაძე.