სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი - ანა ხურციძე და ამავე სკოლის ასოცირებული პროფესორი - ნატა სტურუა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებითა და კომისიის წევრების რეკომენდაციით, არჩეულები არიან, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შრომითი დავების მედიატორები, რომლებიც შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ შრომითი დავების გადაწყვეტის საქმეში.
ისინი მედიატორებად იმუშავებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.