სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მიერ ორგანიზებულ შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესების ონლაინ-კონკურსში.
UGLS-ის გუნდს წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები: ელენე ტურაშვილი, ანა რომანაძე და გიორგი ზოიძე.
გუნდმა გამარჯვება მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:
საუკეთესო გუნდური მუშაობისთვის (გუნდი)
მედიაციის პროცესში აქტიური მოსმენის უნარის გამოყენებისა და მედიატორის გახსნითი სიტყვისთვის (ელენე ტურაშვილი)
მედიაციის პროცესში აქტიური მოსმენის უნარის გამოყენების, ეფექტიანად შეკითხვების დასმის, კლიენტის საუკეთესო ინტერესების წარმოჩენისა და მეორე მხარის ინტერესების გამოკვლევისთვის (ანა რომანაძე, გიორგი ზოიძე).
კონკურსის შედეგების შესაბამისად UGLS-ის გუნდს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო კონკურსის ფარგლებში ორგანიზებულ ინტენსიურ პრაქტიკულ კურსში მედიაციის შესახებ.