სიახლეები
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟურნალისტიკის და სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამები გაერთიანდნენ მსოფლიო მასშტაბის უმსხვილეს ორგანიზაციაში - GFMD.
მედიის განვითარების გლობალური ფორუმი მედია ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან აქტორებს აერთიანებს, მათ შორის, BBC Media Action, INTERNEWS, DW Academia, ARTICLE 19, CANAL FRANCE INTERNATIONAL და ა.შ. მისი მიზანია მედიის გაძლიერება და დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიისთვის წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობა.
Global Forum for Media Development-ს აქვს უნიკალური, ნეიტრალური და სანდო პოზიცია, რაც მას საშუალებას აძლევს დააკავშიროს მედიის განვითარებაში ჩართული ყველა ძირითადი მონაწილე, ადგილობრივი და რეგიონული მედიის დახმარების ჯგუფები და ახლანდელი მედიის სექტორების წარმომადგენლები საჭიროებების და პრიორიტეტების საერთო გაგებაში. მაგალითად, ორგანიზაციამ ფუნდამენტური როლი შეასრულა ადვოკატირების გლობალურ ინიციატივებში, რომლებიც წარმატებით მოიცავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში (SDG). მან ასევე შეიმუშავა ძლიერი ინიციატივების სერია ქვეყნის და საერთაშორისო დონეზე.
ორგანიზაციამ კოორდინაცია გაუწია საჭიროებების შეფასებას სირიაში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შორის, დონორებისთვის გასცა რჩევები და გაზარდა სირიის მედიის განვითარების დამატებითი ღირებულება და გავლენა; გარდა ამისა, მოაწყო მსოფლიო ფორუმის ოთხი მთავარი კონფერენცია, რომლებზეც მსოფლიო მასშტაბით მედიის განვითარების გამოწვევებს განიხილავდა.