სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის, UG Startup Factory-ის აქსელერაციის წევრი სტარტაპი -“Total Traffic Management”, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული გახდა და მიიღო 100 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება.
აღსანიშნავია, რომ TTM-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი - დიმიტრი აბაშიძე საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
TTM-ი ეს არის სტარტაპი, რომელიც მანქანის სიჩქარის დინამიური მართვის მოწყობილობას ქმნის.
შეგახსენებთ,რომ UG Startup Factory აქტიურად უჭერს მხარს ინოვატორებს, განავითარონ თავიანთი იდეები და აქციონ ისინი წარმატებულ ბიზნესად.