სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრი ტრენინგ სერიის ფარგლებში გთავაზობთ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორის, ქეთევან ლომინეიშვილის, ტრენინგს თემაზე დროის მენეჯმენტი და მისი გავლენა ჩვენს წარმატებაზე, რომელიც 28 დეკემბერს 12:00 საათზე ჩატარდება.
ამავე სერიის ფარგლებში გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორის, რუსუდან ციცქიშვილის, ტრენინგი თემაზე თვითმოტივაციის ტექნიკები, რომელიც 29 დეკემბერს 14:00 დაიწყება.
ორივე ტრენინგი MS Teams პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.