სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა- ქეთევან ხორავამ გაიმარჯვა ადამიანის უფლებათა ცენტრის/HHRC-Human Rights Research Centre მიერ განგამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და მოიპოვა 6000 ლარამდე დაფინანსება. გამარჯვებული პროექტი ეხება ბულინგთან ბრძოლას და საჯარო სივრცეში მისი პრევენციის გზებს.
პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ბულინგის მნიშვნელობისა და ცნობიერების ამაღლება, არაფორმალური განათლების მნიშვნელობის წარმოჩენა, თავდაცვის მექანიზმების სწორი კუთხით გაცნობა, ასევე, საბაზისო ცოდნის შეძენა ფსიქოლოგიისა და სამართალმცოდნეობის შესახებ. პროექტი თბილისთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტის 7 რეგიონულ ოფისშიც განხორციელდება.