სიახლეები
2019 წლის 21 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში გაიმართება სტუდენტთა მეოთხე კონფერენცია „მედეა“, რომელიც მიეძღვნება კოლხურ-იბერიული მედიცინა ანუ Cura Mediana-ს.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ჯანდაცვის სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი და სადოქტორო პროგრამის წარმატებული სტუდენტები. მათ მიერ, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, გლობალურ და ეროვნულ ჭრილში, წარმოდგენილ იქნება თანამედროვე ჯანდაცვის თითქმის ყველა სფეროს - მედიცინის, სტომატოლოგიის, საექთნო საქმის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის ადმინისტრირების აქტუალური საკითხები.
პლენარული სესია მიეძღვნება კოლხურ-იბერიულ მედიცინა, ანუ Cura Mediana-ს. მოხსენებას წარმოადგენს პროფესორი რამაზ შენგელია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.
პლენარული სესიის შემდეგ ჩატარდება დოქტორანტების, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების, ერთსაფეხურიანი პროგრამების (სტომატოლოგია, მედიცინა) სტუდენტების დამოუკიდებელი პარალელური სესიები.
კონფერენციის მასალები იხილეთ ვებ გვერდზე: www.caucasushealth.ge